მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ისრაელის საზღვრის გადაკვეთაზე უარი საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს უთხრეს

5b8fe8d902910
ანნა ლაპიაშვილი
05.09.18 18:27
1065
ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გამოთხოვილი სტატისტიკით, 2018 წლის პირველ 8 თვეში ისრაელის საზღვარი 9500 მოქალაქეს აქვს გადალახული.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორია ამ შუალედში დაახლოვებით იგივე ოდენობის მოქალაქემ დატოვა. ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანის ინფორმაციით, საქართველოს პასპორტის მქონე იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მიეცათ, 1500 მდეა.

ისრაელში მოგზაურობისას მოქალაქეებმა საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიზნობრიობაში დარწმუნება უნდა შეძლონ. გასათვალისწინებელი
გარემოებაა ისიც, რომ თუ მოქალაქის ვიზიტი შეესაბამება იმ მიზნებს, რასაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ითვალისწინებს, არის მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტი, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად ან ახლობლების მოსანახულებლად სტუმრობა, და მოქალაქის ოჯახის წევრი ან ახლობელი იმყოფება ისრაელში, ამ შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ საზღვრის გადმოკვეთის უფლება ვერ მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები