მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს კლინიკების მიმართ დავალიანება 200 მლნ ლარით შემცირდა - ეკატერინე ტიკარაძე

5fe991ab98eb5
ინგა მურუსიძე
28.12.20 12:04
750
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიმართ დავალიანებები 200 მლნ ლარით შემცირდა.

ამის შესახებ მინისტრმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გამართა.

„ჩვენ მიერ, წელს დაარსებული ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოხერხდა კლინიკებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. 2020 წელს გასულ წელთან შედარებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება კლინიკების მიმართ 200 მლნ ლარით შემცირდა.

გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის ერთი თვის ვალდებულება წინასწარ გადავურიცხოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები