მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს კომუნალური ტარიფების სუბსიდირება 87 მილიონი ლარი დაჯდა

60815007ef2b8
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.21 14:34
1232
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ წელს კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა ბიუჯეტს 87 მილიონი ლარი დაუჯდა. მოხმარებლებს იანვარ-თებერვლის ტარიფები დაუსუბსიდირდათ. 

ტარიფების სუბსიდირების პროგრამა 2020 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს გასულ წელს 328.9 მილიონი ლარი დაუჯდა. 

კომუნალური ტარიფების სუბსიდირება ორ ეტაპად განხორციელდა - აქედან პირველი ეტაპი გასული წლის გაზაფხულზე - მარტში, აპრილსა და მაისში იყო. 

პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები/ოჯახები იღებდნენ კომუნალური ტარიფების სუბსიდიას იმ შემთხვევაში თუ ისინი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის 200 კილოვატ/საათზე ნაკლები მოცულობას; ბუნებრივი გაზის 200 მ³-ზე ნაკლები მოცულობას ხარჯავდნენ. მათ ასევე სასმელი წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფინანსებაც ეძლეოდათ. ამასთან არსებობდა სპეციალური უარის თქმის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სურვილის შემთხვევაში მომხმარებლებს სუბსიდიაზე უარის თქმა შეეძლოთ.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, პროგრამა 2020 წლის გაზაფხულზე ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 2020-2021 წლის ზამთარში კი ის  ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა.

კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამას მისი დაბალი მიზნობრიობის გამო აკრიტიკებდნენ, რადგან მისი მეშვეობით სუბსიდია მიიღო მოქალაქეთა ფართო წრემ განურჩევლად იმისა, თუ როგორ აისახა მათზე COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები