მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მოცვის ექსპორტიორთა რაოდენობა გაოთხმაგდა - Space Cargo

6493417cbea24
ალა ისპირიანი
21.06.23 22:30
912
რამდენიმე კვირის წინ სეზონურობიდან გამომდინარე დუბაიში საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი დაიწყო. მალფუჭებადი პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე ჩასატანად საჰაერო გზით პროდუქტის გადატანა მოთხოვნადი სერვისია. ინტერესია დუბაის, ბაჰრეინს, ქუვეითის, დოჰას, ჰონგ-კონგსა და იორდანიის მიმართულებით, რასაც ქართველი ფერმერებისთვის Space Cargo უზრუნველყოფს.

Space Cargo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ექსპორტის და იმპორტის წილი 50-50-ზეა, მაგრამ სეზონზე კომპანია მაქსიმალურად ექსპორტის მიმართულებაზეა ორიენტირებული.

„Space Cargo-ს ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები. კომპანიას აქვს საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება. საცალო მიმართულებით უზრუნველვყოფთ ელექტრონული კომერციის სახის პროდუქციის იმპორტს საქართველოში ისეთ ქვეყნებიდან, როგორიც არის: ჩინეთი, დუბაი, აშშ, თურქეთი, საბერძნეთი. Space Cargo ფლობს საწყობებს ამ ქვეყნებში. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ისეთი პროდუქციის ექსპორტს ვახორციელებთ, როგორიც არის ცოცხალი ცხოველები, ძვირფასი ნივთები, საკურიერო სახის პროდუქცია, ცოცხალი კენკრა, ხილი.

ექსპორტი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებაა და ვცდილობთ მაქსიმალურად , მხარი დავუჭიროთ სოფლის მეურნეობის სახის პროდუქციის ექსპორტიორებს, არა მარტო ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, არამედ კონსულტაციის კუთხითაც, რომელ გამოფენებში შეუძლიათ მონაწილეობა, ასევე როგორც მოახერხონ პროდუქციის ექსპორტზე გატანა და ა.შ“, - განაცხადა გიორგი ერაძემ. 

ექსპორტის მიმართულებით მოთხოვნის ზრდაზე ისაუბრა Space Cargo-ს სატვირთო მენეჯერმა თინათინ კობერიძემ. მისი თქმით, განსაკუთრებით მოთხოვნადი მოცვია.

„მოცვზე წელს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა, რადგან თუ წინა წლებში რამდენიმე ექსპორტიორი გვყავდა ახლა მათი რაოდენობა გაოთხმაგდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ისეთი ავიახაზების წარმომადგენლები ვართ, როგორიც არის: "flydubai", "GULF AIR", "Lufthansa", თურქეთის ავიახაზები და ტვირთების დაგეგმვას სამგზავრო რეისებზე ვცდილობთ.

მოცვის სეზონი ივნისი, ივლისი უფრო მეტად დატვირთულია თუმცა სატაცურის ექსპორტი მაისში ხორციელდებოდა, ასევე აქტიურად ხდება ცოცხალი ცხოველების გადაზიდვა, ღვინის და ა.შ მაგრამ მოცვის შემთხვევაში მოთხოვნა და მოცულობა ტვირთბრუნვის განსაკუთრებით მაღალია.

გალფის ქვეყნებში არის განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა და რადგან ეს ავიახაზები პირდაპირ რეისს ახორციელებს ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებით მაქსიმალური დატვირთვა ამ ბაზრებზეა", - განაცხადა თინათინ კობერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები