მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წელს მშენებლობასა და ინფრასტურქტურის გამართვაზე 80 მლნ ლარს დავხარჯავთ“ - თავდაცვის მინისტრი

609d3be9ebb2b
ინგა მურუსიძე
13.05.21 18:43
327
მიმდინარე წელს თავდაცვის ძალები 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მლნ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებს ნატო–ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.

„თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს. ჩვენ უნდა გვქონდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები