2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რამდენიმე პროგრამის დაფინანსება იზრდება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მოცემული, სპორტის მიმართულებით დაფინანსება 17.5 მლნ ლარით იზრდება და 302.8 მლნ ლარით განისაზღვრება.
კერძოდ, აღნიშნული თანხა სპორტსმენთა მიერ 2018 წელს მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე გასაცემი ფულადი ჯილდოების დასაფინანსებლად დაიხარჯება, ასევე, 3 მლნ ლარი - რაგბის ხელშეწობას, ხოლო 1 მლნ ლარი კალათბურთს ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდება.
რაც შეეხება განათლების სფეროს, ამ მხრივ სასწავლო გრანტების დაფინანსებისათვის საბიუჯეტო სახსრები 10 მლნ ლარით იზრდება და ამავე ოდენობით, ენერგოეფექტური სკოლების რეაბილიტაციის დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტი მცირდება, თუმცა ამ პროექტს განათლების სამინისტროს ნაცვლად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.