მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ნაძალადევში განხორციელებულ პროექტებში გამგეობამ 23 მილიონი დახარჯა

639d759a9ad2f
BM.GE
17.12.22 18:00
551
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. 

2022 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გამგეობის განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 62 ათას კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 116 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი 23 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 16 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 8 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 47 მისამართზე განხორციელდა; 5 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 5 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა; ასევე, 6 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 197 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 42 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 38 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.

გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც მომავალი წლის, ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, 8 700 ბენეფიციარი დაფინანსდა.

2022 წელს გამგეობამ 13 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, კიდევ 3 საახალწლო ღონისძიება წლის ბოლოს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები