წელს, ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისთვის კომპანიები ჯამში 200 000-მდე ლარით დაჯარიმდნენ
BM.GE
10.08.17 15:23
• 1351
წლის დასაწყისიდან დღემდე, ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის კომპანიები ჯამში 200 000-მდე ლარით დაჯარიმდნენ. "თბილსერვის ჯგუფის“ მიერ "საქმის კურსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1 იანვრიდან ზედამხედველობის სამსახურის სამანქანო ეკიპაჟების მიერ შედგენილია 462 სამართალდარღვევის ოქმი, საერთო თანხით - 342 720 ლარი. აქედან 304 ოქმი ფიზიკურ პირზეა შედგენილი და მისი საერთო თანხა 143 120 ლარია; 158 ოქმი კი იურიდიულ პირზეა შედგენილი და საერთო თანხა 199 600 ლარს შეადგენს.