მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN იღებს მონაწიელობას

58c0151660de3
BM.GE
08.03.17 18:27
1164
წელს პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN იღებს მონაწიელობას. გამიფენა დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნები და საერთასორისო ტურ ოპერატორები იღებენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის ტურისტული ობიექტები და არსებული პოტენციალი საერთაშორისო ტურ-ოპერტორებს გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

"ჩვენ წელს პირველად ვმონაწილეობთ მსგავსი მასშტაბის გამოფენაში, ესაა ახალი შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვიტარებისთვის, ჩვენი პავილიონი საკმაოდ დატვირთულია და დაინტერესება დიდია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონით. ჩვენ წარვადგინეთ, რეგიონის შესახებ სხვადასხვა ბროშურები, ბუკლეტები, წიგნები ვიდეოპროდუქცია", - აღნიშნა გუბერნატორმა.

გამოფენაზე ცალკეა წარმოდგენლია Gem fest და ზუგდიდის გამგეობა. საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და "ლაინაფი" გააცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა USAID -ის პროექტ "ზრდა საქართველოში" დახმარებით და მეღვინეობა "ხარებას“ სპონსორობით გახდა შესაძლებელი.
ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ.

გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები