მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საცხობებში 522 შემოწმება განხორციელდა, გამოვლენილია სამართალდარღვევები - სეს-ი

643113b0f07ef
BM.GE
08.04.23 11:14
972
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

როგორც სეს-ში განმარტავენ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.

"მიმდინარე წელს სააგენტომ საცხობებში განახორციელა 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგეენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები