მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს საქართველოს იტალიასთან საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა ექნება"

5b4df54279c62
BM.GE
17.07.18 17:54
525
„2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის იტალიას მე-10 ადგილი უკავია”, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ იტალიურ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს იტალიასთან საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა ექნება.

„ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნაბიჯები, რმლებიც ჩვენ გადავდგით ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ შედეგიანია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე გადის სხვადასხვა სახის პროდუქცია. ეს გახლავთ თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და ბევრი სხვა.

ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს DCFTA, რომელმაც ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.

მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ ამ პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში შევასრულოთ შეთანხმბებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ჯანსაღი ბიზნესგარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიელი ბიზნესმენები ინარჩუნებენ ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესს. მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსა და იტალიას შორის უკვე მესამე ბიზნესფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია.
დღეს მე მქონდა საშუალება, ბატონი პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის გამეცნო ის ხედვა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ადგილსა და როლთან დაკავშირებით. საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ჩვენ მათთვის კარიბჭე ვართ. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები და წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველო ჰაბად იქცეს ამ რეგიონისთვის და განსაკუთრებით ამ ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიური საწარმოებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ წვდომას 4-მილიონიან ბაზარზე. ეს ნიშნავს გაცილებით მეტს, ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიურ ბიზნესს საშუალება ექნება, თავისი ბიზნესაქტივობა განავითაროს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იტალიიდან ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში”, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები