მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

წელს საქართველოში 1 მილიონი მობილური ტელეფონი შემოვიდა, მათი საერთო ფასი 323 მლნ ლარია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 999,252 ერთეული მობილური ტელეფონი შემოვიდა. ეს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. ამ ტელეფონების საერთო ღირებულება $119 მილიონი დოლარი, ანუ დღევანდელი კურსით 323 მილიონი ლარია.

ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში იმპორტირებული მობილურის საშუალო ღირებულება $119, ანუ 323 ლარია.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მობილურების ნახევარი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან შემოდის. აღნიშნულ პერიოდში UAE-დან საქართველოში $57 მილიონის ღირებულების მობილურები შემოვიდა. $24 მილიონის იმპორტით მეორე ადგილზე რუსეთი, ხოლო მესამეზე $17.5 მილიონის იმპორტით ჩინეთი/ჰონგ-კონგია.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბაზრის ყველაზე დიდი 30%-იანი წილი კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავსეს. 19%-ით მეორეზე ნოკიაა, 11%-ით მესამეზე Apple.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები