მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად გადასცდება 6 მილიონს"

582b26ba91685
BM.GE
15.11.16 19:08
1564
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად გადასცდება 6 მილიონს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 2 მილიარდს მიაღწევს. როგორც ჩოგოვაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, აქტიურად დაიწყო მუშაობა ზამთრის ტურისტული სეზონისთვისაც. კერძოდ, ჩოგოვაძე განმარტავს, რომ სატელევიზიო მარკეტინგული ღონისძიებები 4 ქვეყანაში მიმდინარეობს, 10 ქვეყანაში კამპანია TripAdvisor-თან ერთად ხდება, ასევე გრძელდება უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში ჩამოყვანა,

"ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ საქართველო იყოს ცნობილი და სტუმრები მივიღოთ ყველა სეზონზე", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება რუსეთის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩოგოვაძე განმარტავს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში მასიური პრობლემა არ აქვთ.

"რუსი ტურისტების წილი საქართველოში სულ უფრო იზრდება. წლების განმავლობაში რუსეთში მედია მუშაობდა რომ სქართველსოგან არცთუ დადებითი ქვეყანა გამოეყვანათ, ჩვენი კი ამაზე ვიმუშავეთ და დღეს ესე აღარაა", - აცხადებს ჩოგოვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები