მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს სტიქიამ თხილის მოსავლის 20-25% უკვე გაანადგურა"

59356997637ee
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.17 09:47
1192
წელს სტიქიამ თხილის მოსავლის 20%-25% უკვე გაანადგურა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია Geo Demo-ს ხელმძღვანელმა შოთა ჯანჯღავამ განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის პრობლემა შარშანაც იყო, რის გამოც მოსავლის დიდი ნაწილი სტიქიის გამო დაიკარგა, დარჩენილი საქონელი კი დაბალხარისხიანი იყო.

"შარშან რაც ჩვენს პროდუქციას მოუვიდა, საქართველოს თხილის ინდუსტრიაში აქამდე არ ყოფილა. ასეთი რამ თუ კიდევ განმეორდა, ყველას, ვინც თხილის ბიზნესშია ჩართული, სერიოზული კრიზისი შეექმნება. ხალხი ისედაც ძალიან დიდ მინუსებშია გასული. პატარა ქარხნებს არ აქვთ სერიოზული პრობლემები, მაგრამ დიდ კომპანიას, ვისაც გააქვს თხილი ექსპორტზე, ხელშეკრულება აქვს შესასრულებელი და მათთვის უფრო ძნელია",- აცხადებს თხილის კომპანიის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, შარშან კომპანია „ჯეო დემოს“ ექსპორტზე 2500 ტონა პროდუქცია უნდა გაეტანა, თუმცა, დაბალმოსავლიანობის გამო მხოლოდ 400 ტონის ექსპორტი მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები