მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყნის მარკეტინგში 19 მლნ ლარს ხარჯავს

5c9b9acd40276
ლიკა გურაბანიძე
27.03.19 20:27
844
2019 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ საკითხებზე 19 მლნ ლარს დახარჯავს.

“2019 წლის ბიუჯეტი მარკეტინგის მიმართულებით, ჯამურად, 19 მლნ ლარს შეადგენს,” - ამის შესახებ bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.

ქვრივიშვილის განმარტებით, თანხები სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება.

“ჩვენ გვაქვს მიმდინარე კამპანია Bloomberg-თან, საუბარია BBC-სა და CNN-ზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მივიღებთ მონაწილეობას,” - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის პრიორიტეტს ევროკავშირის ქვეყნების ბაზრების ათვისება წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები