მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს უფრო მეტი ადამიანი ვარჯიშობს სპორტდარბაზში, ვიდრე წინა წლებში - World Class Georgia

626a8f842f0c3
მარიამ ადამია
29.04.22 09:40
846
ზაფხულის მოახლოვებასა და ქვეყანაში კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის ფონზე სპორტდარბაზებში მოთხოვნა გაზრდილია - ამის შესახებ ფიტნესკლუბის World Class Georgia-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ნინი ხუროძემ გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, წელს გაცილებით მეტი ადამიანი ვარჯიშობს, ვიდრე გასულ წლებში.

“თუკი მომხმარებლები აქამდე სპორტდარბაზს კვირაში ორჯერ სტუმრობდნენ, ახლა ყოველდღე დადიან და უფრო მეტ დროს ატარებენ დარბაზებში. ამის მიზეზი, პანდემიური ჩაკეტილობის შემდეგ, რეგულაციების მოხსნა და ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნების სურვილია. გარდა ამისა, მიმდინარე პერიოდში, მოთხოვნის ზრდა, მეზობელ ქვეყანაში ომმაც და შექმნილმა მძიმე ვითარებამაც განაპირობა, რადგან მოქალაქეები, გასართობად სიარულს, სპორტ დარბაზებში ვარჯიშს ამჯობინებენ და ასე ემოციურადაც დადებითად იმუხტებიან,” - განაცხადა ნინი ხუროძემ.

World Class Georgia-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თქმით, ბოლო პერიოდში სპორტდარბაზებში, რუსი და ბელორუსი მოქალაქეების მზარდი რაოდენობაც ფიქსირდება.

ცნობისთვის, სპორტულმა დარბაზებმა საქართველოში 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირება განაახლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები