მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, ვანის მუნიციპალიტეტის 18 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება

6028bdcd02e08
BM.GE
14.02.21 10:04
640
2021 წელს იგეგმება ვანის მუნიციპალიტეტის 18 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის ვანის მუნიციპალიტეტში 19 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა გადახურვა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.

მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, რომელიც ვანის სოფლების - შუაგორისა და ინაშაურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, ყველა სკოლა უკვე აღიჭურვა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირების პროცესი 2 კვირაში ერთხელ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები