მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WELT-ის განვითარების ახალ ეტაპი: გაფართოებული პორტფელი და განახლებული კონვეფციის შოურუმი

WELT-ის  შოურუმი
31.03.26 17:05
604

კომპანია ველტი, რომელიც ქართულ ბაზარზე ცნობილია, როგორც საინჟინრო მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი, საქმიანობის განვითარების პარალელურად მნიშვნელოვნად აფართოებს საკუთარ პორტფელს. კომპანია, რომელიც Infinity Ventures Holding-ის წევრია, ბაზარზე ახალი სტრატეგიითა და განახლებული ასორტიმენტით აგრძელებს განვითარებას.

არსებული მიმართულებების პარალელურად, რომელიც მოიცავს HVAC, ელექტრობასა და წყლის სისტემებს, ველტის ასორტიმენტს დაემატა აუდიო/ვიდეო და ჭკვიანი სახლის თანამედროვე გადაწყვეტილებები.

WELT თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და პროდუქციის იმპორტს ახორციელებს იაპონიიდან, დანიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ ასორტიმენტს. კომპანია ასევე წარმოადგენს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს, როგორიცაა Danfoss, Daikin, Halcor, Soler&Palau, Brofer და სხვა.

ველტის განვითარების მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის თანამედროვე გამოცდილების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს კომპანიის შოურუმის სრული განახლება, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ, კ. სტანისლავსკის N1-ში, გაიხსნება.

მრავალწლიანი ოპერირების შედეგად, WELT-მა ჩამოაყალიბა სანდო პარტნიორის პოზიცია და აგრძელებს განვითარებას, როგორც B2B ისევე უკვე საცალო ბაზარზეც.

მიმდინარე წლის აპრილში WELT მონაწილეობას მიიღებს სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაში თბილისში, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტი და უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები