მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wendy's -ის ქსელს ახალი რესტორანი შეემატა

BM.GE
30.12.22 19:48
564
,,ვენდის" ქსელი ფართოვდება. ,,ვისოლ ჯგუფმა" დღეს ამერიკული რესტორნების ქსელის კიდევ ერთი, რიგით მე-16 ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალი მომხმარებელს თბილისის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს 10 ნომერში უმასპინძლებს. ,,ვენდის" ახალი ობიექტი განახლებული კონცეფციის არქიტექტურით, მიმზიდველი ერგონომიკის მქონე დარბაზითა და ულამაზესი ხედითაც გამოირჩევა. 2022 წელს ,,ვისოლ ჯგუფმა" როგორც თბილისში, ისე რეგიონებში 21 დანკინის და 4 ,,ვენდის" რესტორანი გახსნა, სადაც 500 ადამიანი დაასაქმა. 2023 წელს ჯგუფი რესტორნების ქსელის გაფართოებას გეგმავს... ,,ვისოლ ჯგუფის" გეგმებზე ლიკუნა მეგუთნიშვილი გიამბობთ.