ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაზარზე სეზონური ბიზნესი გააქტიურდა. ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე კომპანია Happycard.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს საახალწლო მომსახურებას - წერილი სანტასგან - სთავაზობს.
როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, მომხარებელს შეუძლია შეუკვეთოს წერილი სანტას, გამოიყენოს შაბლონური ტექსტი, ან შექმნას საკუთარი და მისთვის სასურველ ადამიანს გაუგზავნოს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ძირითადად ორიენტირებული ბავშვებზე არიან, თუმცა, წერილის გაგზავნა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის შესაძლებელი.
"მშობლებს შეუძლიათ შეუკვეთონ წერილი მათი პატარების სახელზე და მიიღონ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში. შემდგომ ახალი წლის ღამეს გადასცენ წერილი საკუთარ პატარებს, დაარწმუნონ, რომ "ის მართლა არსებობს" და კიდევ უფრო ჯადოსნური გახადონ ახალი წლის ღამე",- აცხადებენ კომპანიაში.

























