მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წესები არ შეცვლილა...უბრალოდ, საბუთების შემოწმება საქართველოში, აეროპორტში მოხდება - EU-ს ელჩი

5fec2e6c41cc5
ინგა მურუსიძე
30.12.20 11:43
1332
2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. როგორც bm.ge-ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, თბილისის აეროპორტს ეწვია იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მოხარული ვართ, რომ 2017 წელს აღნიშნული რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების თითქმის ერთი მილიონი ვიზიტი განხორციელდა. როგორც მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხორციელების პროცესში გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდექით. პრობლემების მოგვარების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგზავრების წინა შემოწმების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ამოქმედების შემდეგ, უზრუნველყოფს ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გამართულ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, კანონი ძალაში შედის 1 იანვარს და მისი აღსრულება მოხდება თბილისის, ქუთაისისა და სხვა აეროპორტებიდამნ მგზავრობისა და შენგების ქვეყნებში მოგზაურობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ელჩი განმარტავს, რომ წესები არ შეცვლილა და განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ შემოწმება საქართველოში, აეროპორტში მოხდება.

„სავარაუდოდ, ეს ყველას ინტერესშია, რომ საბუთებთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, ყველაფერი, რაც საჭიროა შენგენის ზონაში შესასვლელად, აქვე, თვითმფრინავის აფრენამდე განხორციელდება. ევროკავშირის მხრიდან ვიმუშავეთ საფრანგეთის საელჩოსთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვებთან, მაქსიმალურად მეტი სამუშაოს შესასრულებლად. ჩვენ, ასევე, უნდა უზრუნველვყოთ სათანადო კომუნიკაცია ყველა იმ მოქალაქესთან, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებას დააპირებს", - აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები