მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წევრ კომპანიებს ბაზრების დივესრიფიკაციაში ხელს ვუწყობთ“ - საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაცია

626a5c2a51679
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.22 22:50
801
საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივნის გიორგი ჭუმბურიძის განცხადებით, ბიზნესგაერთიანება წევრ კომპანიებს უკრაინაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაში ეხმარება. ამის შესახებ BM.GE-ის უკრაინელების დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა.

მისი თქმით, ასოციაცია როგორც იმპორტიორ, ასევე ექსპორტიორ კომპანიებს აერთიანებს, რომელთა ექსპორტის 15% მაინც უკრაინაზე მოდიოდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი კომპანიები ბაზრების დივერსიფიკაციის საჭიროების წინაშე დადგნენ. 

„დაახლოებით 20-მა კომპანიამ დივერსიფიკაციის სურვილი გამოთქვა. პარტნიორების და საელჩოების დახმარებით ამ კომპანიების შესახებ ინფორმაცია ჩვენ უკვე გავაგზავნეთ და რეაგირების მოლოდინში ვართ. მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ რუსეთის ბაზარზე არსებული კომპანიების დივერსიფიკაცია უფრო მეტად მოხდეს. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში მდგომარეობა მალე დარეგულირდება და მაქსიმალურად ჩავერთვებით, რომ ქართულ და უკრაინულ ბიზნესებს ვაჭრობის არსებული მაჩვენებლების დაბრუნებასა და გაძლიერებაში დავეხმაროთ“, - განმარტა გიორგი ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები