მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WhatsApp-ი უსაფრთხოების რისკის გამო 1,5 მლრდ მომხმარებელს აპლიკაციის განახლებისკენ მოუწოდებს

5cda7ff196cee
მიხეილ ხაჩიძე
14.05.19 13:13
1423
ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს - ამ ინფორმაციას WhatsApp-შიც ადასტურებენ. კომპანიაში, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ს ეკუთვნის, განმარტავენ, რომ თავდასხმა კონკრეტულ მომხმარებლებზე მოხდა.

ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიაზე თავდასხმის უკან ებრაული ფირმა NSO დგას, რომელიც სადაზვერვო სფეროში მთავრობის კონტრაქტორია. 

კიბერ შეტევის აღმოფხრვის მიზნით, WhatsApp-ი დაახლოებით, 1,5 მილიარდ მომხმარებელს აპლიკაციის თავიდან დაინსტალირებისკენ მოუწოდებს.

ცნობისათვის, ებრაული კომპანია NSO-ს Software პეგასუსი (Pegasus) მობილურ ტელეფონებში დისტანციურად ყენდება, შედეგად, მიკროფონი, კამერა, ტელეფონის სხვა აქტივობები, ადგილმდებარეობა, იმეილები და sms-ები გროვდება და ერთიან სერვერზე იგზავნება, რაც კიბერდანაშაულია.

თავად NSO-ს წარმომადგენლობამ "Financial Times"-თან ინფორმაცია უაყრო, თუცა აღნიშნა, რომ მათ მიერ შექმნილ სისტემას სახელმწიფო მხოლოდ შესაბამისი პროცედურების დაცვით იყენებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები