მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქვეყნების ნაწილს, ვინც საგანგებო მდგომარეობის მოხსნას ცდილობს, WHO აფრთხილებს, რომ ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის უეცარმა მოხსნამ შეიძლება COVID-19-ის ინფექციის ზრდა გამოიწვიოს.
„სულ მცირე ვაქცინამდე ან კორონავირუსის ეფექტიანი სამკურნალო საშუალების შექმნამდე არსებული ვითარება ჩვენი ახალი რეალობაა და საზოგადოება მზად უნდა იყოს ცხოვრების ახალი სტილისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაკეში კასაიმ.
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც ზომების შემსუბუქებაზე ფიქრობს, ეს ეტაპობრივად და ფრთხილი ზომებით უნდა განახორციელოს.
21 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 2,490,950 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 170,606 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 653,579 ინფიცირებული.




























