მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Whoop-მა კრიშტიანუ რონალდუს ბიოლოგიური ასაკი დაადგინა / უმცროსი კრიშტიანუს ფენომენალური მონაცემები

ფიტნეს-კომპანია Whoop-მა, რომელშიც ინვესტიცია 40 წლის კრიშტიანუ რონალდუსაც აქვს ჩადებული, ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ბიოლოგიური ასაკი აქვს ფეხბურთელს.გარკვეული სამედიცინო კვლევებისა და კომპანიის ფიტნეს სამაჯურის ტარების შემდეგ, Whoop-მა რონალდუს აცნობა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი 28.9 წელს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ფიზიოლოგიურად ის 11 წლით უმცროსია თავის რეალურ ასაკზე.შედეგი თავად რონალდუსთვისაც დაუჯერებელი იყო და ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ ფეხბურთს კიდევ ათი წელი ითამაშებდა. ეს იმ დროს, როცა მომატებული საფეხბურთო მატჩების გამო 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების უმრავლესობა ხშირად ტრავმიანობს და კარიერას 34-38 წლის ასაკამდე ასრულებენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები