მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წიაღის სააგენტომ 6 თვეში ბიუჯეტში 31.6 მლნ ლარი შეიტანა

5b3b2105ae3cb
BM.GE
03.07.18 11:04
592
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით 541 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, სააგენტომ ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში 31 699 961 ლარის მობილიზება უზრუნველყო.

წიაღის ეფექტურად განკარგვის შედეგად საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 1 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 45 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები