ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "წიაღის ეროვნული სააგენტოს" უფროსად პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ დანელია დაინიშნა. ოთარ დანელია 2014-2016 წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.
სსიპ "წიაღის ეროვნული სააგენტო" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზიებს გასცემს. სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს მეორე მარეგულირებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამჟამად საქართველოს წიაღის სფეროში რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფაგლებშიც წიაღის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ეტაპობრივი ცვლილებები უნდა შევიდეს.