ასანჟი ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი ჯერ კიდევ 7 წლის წინ მიიღო და ამით შვედეთში ექსტრადიცია აირიდა თავიდან.
პოლიციის განცხადებით, მისი დაკავების მიზეზი სასამართლოს დაუმორჩილებლობაა.
ეკვადორის პრეზიდენტის ლენინ მორენოს განცხადებით, ქვეყანასა და ასანჟს შორის შეთანხმება გაუქმდა, რადგან მან რამდენჯერმე დაარღვია საერთაშორისო კონვენცია.
შეგახსენებთ, რომ WikiLeaks, რომელიც გახმაურებული სკანდალებითაა ცნობილი, ჯულიან ასანჟიმ 2006 წლის 4 ოქტომბერს დააარსა.

























