საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უცხოელ ინვესტორებს - კომპანია Willis Towers Watson-ის წარმომადგენლებს, ჰომი მოტამედისა და ჰანანი ბენ მოშეს შეხვდა, რომლებიც საქართველოში აფინანსებენ ენერგეტიკულ პროექტებს და ასევე, დაინტერესებულები არიან ინვესტიციების განხორციელებით დაზღვევისა და რისკების მართვის სფეროში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სფეროს განვითარების პერსპექტივას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
მან იმედი გამოთქვა, რომ კომპანიის წარმომადგენელთა შეხვედრები თბილისში ნაყოფიერი იქნება და ისინი ახალი ინვესტიციებით შეძლებენ საქმიანობის გაფართოებას ქვეყანაში.

























