საქართველოს ბინზეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გაცხადებულ 4 პუნქტიან გეგმას დადებითად აფასებს. მისი თქმით, გეგმა იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ წინა პრემიერის გენერალური ხაზი ახალი ელემენტების დამატებით იქნება შენარჩუნებული.
„ორივე კომპონენტი - განათლებაც და მცირე მთავრობის არსებობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მთავრობის ეფექტიანობის გაზრდის და დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციონირებას რეიტინგებში, ყველას დამსახურებაა რომ ათეულში ვართ ქვეყანა. საგადასახადო ტვირთი ნამდვილად არ არის მძიმე ინვესტორებისთვის. ზოგადად ძალიან მცირე გადასახადები გვაქვს. რაც გასაკეთებელი გვაქვს ეს არის ადმინისტრირების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები. ბიუროკრატიის შემცირებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, რასაც მის 4 პუნქტიან გეგმაში ნათლად ვხედავთ. “- განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“.
მანვე 2017 წელს ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, სადაც ბიზნესის მიერ გამოთქმული პრობლემები იკვეთებოდა. ირაკლი ასლანიშვილის თქმით, შრომითი რესურსები, სასამართლო სისტემა და ბიუროკრატიის ნაწილი იყო ის საკითხები რაც ბიზნეს კომპანიებმა დაასახელეს.
„ეს წუხილი რაც კერძო სექტორმა მთავრობას წარუდგინა, ერთმნიშვნელოვნად აწუხებს უკვე ახალ წარდგენილ პრემიერსაც, რადგან 4-დან 2-ზე თავის გეგმაში საუბრობს“ - განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა.

























