ქართულ-ამერიკული კოსმეტიკური ბრენდის - ANNE SIDAMONI SKINCARE, გაყიდვები გასამმაგდა. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა და კოსმეტოლოგმა ანა სიდამონიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო წელთან შედარებით, ჩვენი გაყიდვების რაოდენობა გასამმაგდა, რაც, ვფიქრობ, მოსალოდნელი იყო,თუ გავითვალისწინებთ ცნობადობის ზრდას გამოფენა „IECSC New York 2022“-ში მონაწილეობის შემდეგ და იმ მუდმივად აქტიურ კამპანიებს, რომელსაც რეკლამის კუთხით ვახორციელებთ“, - განმარტა მან.
დამფუძნებელმა სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხაზი დაამატეს:"ახალი ხაზი არ არის კანაფის ზეთის ბაზაზე დამზადებული, მაგრამ იგივე მაღალი ხარისხისა და ორგანული ინგრედიენტებითაა ამერიკაში დამზადებული. ასევე დავამატეთ მზისგან დამცავი საშუალება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმუშავე“.
ანა სიდამონიძემ კომპანიის გამოწვევებზეც ისაუბრა, განმარტა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევაა კანის მოვლის შესახებ ადამიანების ინფორმირებაა.
„ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნას, უდიდესი რესურსი სჭირდება, რაც რთულს ხდის ფასით კონკურენცია გაუწიო მაგალითად: ჩინეთიდან იმპორტირებულ ცნობად ბრენდს, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ადამიანებში კანის მოვლის მიმართ ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებაა“, - აღნიშნა მან.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრენდმა აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, რომლებიც კანის მოვლის მიმართ ცნობიერების ამაღლების და ადამიანების ინფორმირების ემსახურება, დამფუძნებლის თქმით, სწორედ ამ მხრივ განვითარებაა ბრენდის სამომავლო გეგმებში.
„ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება იმ ფილოსოფიას რაც კომპანიას ჩამოუყალიბდა ამ რამდენიმე წელიწადში. ჩემი მიზანი დღეს არის ადამიანებს დავანახო ის მნიშვნელობა რაც კანის მოვლას სინამდვილეში აქვს.ვფიქრობ ადამიანებს უჭირთ ამის გაცნობიერება იმ არაჯანსაღი ინფორმაციის გამო რომელსაც წლების და ათწლეულების განმავლობაში ვიღებდით, იმ რიტორიკის და სილამაზის არაჯანსაღი სტანდარტების გამო რასაც წლების განმავლობაში ყველა საშუალებით გვაწვდიდნენ“, - დასძინა მან.
ცნობისთვის: ANNE SIDAMONI SKINCARE-მ 2021 გაზაფხულიდან დაიწყო კოსმეტიკურ ხაზზე აქტიური მუშაობა, კოსმეტიკური პროდუქცია ბრენდის ვებგვერდ sidamoni.com-ზე იყიდება და ძირითადად ამერიკის მასშტაბით ჰყავს მომხმარებელი. მეორე ადგილზე კი გაყიდვებით საქართველოა.