კვლევში სულ 1 258 ანტიდასავლური გზავნილი იყო გაანალიზებული, სიადანაც წინა პერიოდის მსგავსად, ყველაზე მეტი კვლავ იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. დღესაც დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, პედოფილიას, ზოგადად გარყვნილი ცხოვრების წესს და პარალელურად, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ოჯახს და მართლმადიდებლობას.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები. კერძოდ მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას გამოიწვევდა. ასევე ხშირად ხდებოდა სკეპტიციზმის გაღვივება რომ საქართველო ნატოს არ სჭირდება. აშშ ძირითადად ფერადი რევოლუციების და გადატრიალების ინსპირაციის წყაროდ იყო მიჩნეული. ხოლოდ ევროკავშირი და ასოცირების ხელშეკრულება მიგრანტების მიღების ვალდებულებასთან და ტერორიზმის საფრთხესთან იყო გაიგივებული.
კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური გზვანილების მთავარი წყარო მედია იყო, რომელიც საკმაოდ ფრაგმენტიზირებულია: ერთი მხრივ იკვეთება ღიად კრემლისტური გამოცემები, მაგ. „საქართველო და მსოფლიო“ და მეორეს მხრივ ანტი-ლიბერალური, ეთნონაციონალისტური პლათფორმები, მაგ.“ობიექტივი“ და „ალია.“
ანტიდასავლური ნარატივით გამოირჩევა რვა პარტია, საიდანაც პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსია“ წარმოდგენილი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანზიაციებს, ყველაზე მეტად ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებლები 2012 წლის შემდეგ არიან დარეგისტრირებულები. მაგ. „ევრაზიული ინსტიტუტი“ და „გლობალური კვლევების ცენტრი.“

კვლევას თან ახლავს რეკომენდაციებიც რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დეზინფორმაციის გამოვლენა, მედია კვლევები და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. ასევე მნიშვნელოვანია მთავრობამ ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავოს და მოახდინოს რეაგირება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ასევე უნდა დაინერგოს მედია წიგნიერების პროგრამები, რათა მოქალაქეებმა ყალბი ინფორმაციის გადამოწმებების უნარები თავად შეიძინონ.
კვლევა საქართველოს გაეროს ასოციციასთან პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში განნხორციელდა.

























