საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი ჯამში, 75 262 955 მლნ ლარი იყო.
2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ 8 მლნ ლარი შეადგინა.
საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით, 38 მლნ ლარი შეადგინა.
ანგარიშში მოცემულია, რომ ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა - 9 752 702 ლარის; დავით ბაქრაძემ – 5 032 654 ლარის, კახა კუკავამ – 3 768 919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 2 647 891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს.
რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 4 967 848 ლარის, გრიგოლ ვაშაძემ – 2 383 708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ – 600 555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსეს.

























