წინასაახალწლოდ მთის კურორტებზე სასტუმროებში ადგილების 80-90% დაჯავშნილია
BM.GE
07.12.22 09:57
• 285
მთის კურორტებზე სასტუმროებში ახალ წლამდე ნომრების 80-90% უკვე დაჯავშნილია, ხოლო ამ ჯავშნების ძირითადი რაოდენობა კი ქართველ დამსვენებლებზე მოდის. სასტუმროს წარმომადგენლები ამ შედეგს, 2021 წლის დეკემბრისგან განსხვავებით, პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებით ხსნიან. საშუალო ზომის ზოგიერთმა სასტუმრომ ფასების შენარჩუნება შეძლო, თუმცა ზოგმა მათგანმა გაზარდა. მთის კურორტებზე სასტუმროები ახალი წლისთვის აქტიურად ემზადებიან, ხოლო ზოგადად სეზონის წარმატებით ჩასატარებლად კი თოვლის მოსვლას ელოდებიან.