მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა

5c9dc78557ae1
BM.GE
29.03.19 11:19
662
"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6% შეადგინა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, იანვარი-თებერვლის მშპ–ის საშუალო რეალური ზრდა 4.1%–ით განისაზღვრა.

"2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში", – ნათქვამია "საქსტატის" ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები