მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე Pfizer-ით აცრას მხოლოდ სამედიცინო პერსონალი შეძლებს - ჩხაიძე

6103da2582b05
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 18:28
1376
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრას მხოლოდ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები შეძლებენ. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს დღეებში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ვაქცინაცია უნდა და ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ახორციელებს, შეეძლება მივიდეს, წარადგინოს დოკუმენტები და ჩაიტაროს ვაქცინაცია.

„შეუზღუდავად ეს პროცესი ვერ იქნება. პირველ რიგში, აქცენტი კეთდება თბილისსა და იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც ექიმები და სამედიცინო პერსონალი რეგისტრაციის გარეშეა დარჩენილი. ანუ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ეს ღია მათთვის იქნება ანუ პირველ რიგში, თბილისში სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ტარდება Pfizer-ის ვაქცინაცია, ის ექიმები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ან მოგვიანებით, აგვისტოს ბოლოსთვის დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ ხვალვე მივიდნენ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განმარტა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები