მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასწარი შეტყობინების გარეშე სააფთიაქო საქმიანობაზე ჯარიმები ორმაგდება - ცვლილებები

63847dd1c99f4
ინგა მურუსიძე
28.11.22 14:00
367
წინასწარი შეტყობინების გარეშე სააფთიაქო საქმიანობის განხორციელებაზე ჯარიმები მკაცრდება, - შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ წარადგინა.

საქმე ის არის, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე სააფთიაქო საქმიანობის დაწყებაზე ჯარიმა ამჟამად 2 000 ლარია, ხოლო განმეორებით საქმიანობაზე 4 000. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯარიმები ორმაგდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, არსებობს პრეცედენტი, რომ აფთიაქებს ჯარიმის გადახდა უღირთ, იხდიან და საქმიანობას კანონის დარღვევით ახორციელებენ.

„ერთადერთი მუხლი, რომელზეც ჯარიმა იზრდება, ეს არის შეტყობინების გარეშე საქმიანობა ფარმაცევტული დაწესებულების - აფთიაქის. არსებული რეგულაციით, ეს არის 2 000 და 4 0000 ლარი, ხოლო შემოთავაზებულით ორმაგდება და ამას აქვს თავისი ახსნა. რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად მედიკამენტის გაყიდვა იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით, თუ ჯარიმები დაახლოებით მაინც არ გათანაბრდა, აფთიაქები გააგრძელებენ უკანონო საქმიანობას. ჯარიმები სარკისებური უნდა იყოს, აფთიაქს არ უნდა უღირდეს უკანონოდ საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, შორენა ოქროპირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები