მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Windsurf-ის დამფუძნებლების გადმობირებაში Google-მა $2.4 მილიარდი დახარჯა

სუნდარ პიჩაი
სტატიაში საუბარია:

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საუკეთესო პროფესიონალებისთვის უმოწყალო ბრძოლა გრძელდება. ამჯერად, გამაჯვებული კვლავაც ტექნოლოგიური გიგანტი გახდა, მაგრამ ეს მას რამდენიმე მილიარდი დაუჯდა.

ამ შემთხვევაში, საუბარია Google-ზე, რომელმაც Windsurf-ის მმართველი პარტნიორი, ვარუნ მოჰანი და რამდენიმე თანამშრომელი გადმოიბირა, რაც $2.4 მილიარდი დაუჯდა სალიცენზიო შეთანხმებების და ხელფასის სახით.

Windsurf-ი კოდის დასაწერად შექმნილი AI-მოდელია, რომელსაც უმეტესწილად პროგრამისტები იყენებენ. დიდი ხნის განმავლობაში Windsurf-ი Exafunction-ის სახელით პოზიციონირებდა, მაგრამ რებრენდინგის შედეგად იდენტობა შეიცვალა და $200 მილიონზე მეტი მოიზიდა. გასულ წელს, კომპანია $1.25 მილიარდად იყო შეფასებული, ხოლო ბოლო პერიოდში, ახალ საინვესტიციო რაუნდს ატარებდა, რომლის შედეგად ინვესტორები კომპანიას სწორედ $3 მილიარდად აფასებდნენ, ანუ Google-ის შეთავაზება, გარკვეულწილად, რეალობასთან ახლოსაა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ, Windsurf-ის შეძენით Microsoft-ის შვილობილი OpenAI-იც იყო დაინტერესებული, რომელიც სტარტაპის სანაცვლოდ $3 მილიარდს იხდიდა, მაგრამ აღნიშნული გარიგება წინასწარ შეთანხმებულ ვადებში ვერ დასრულდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებებში Google-ი ჩაერთო და ტრანზაქცია დაასრულა. Google-ისთვის ამ მხრივ დაინტერესება მოულოდნელი არ არის, რადგან Google-ის AI-მოდელი Gemini ერთ-ერთი საუკეთესოა და მის განვითარებას საუკეთესო პროფესიონალები სჭირდება.

სილიკონის ველზე AI-ტალანტებისთვის ბრძოლამ უკვე ყოველდღიური ხასიათი მიიღო. უკიდეგანო კონკურენციის პირობებში, ტექნოლოგიური გიგანტები ერთმანეთისგან საუკეთესო თანამშრომლების გადმობირებაზე გადავიდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ერთი ადამიანის შემთხვევაში რამდენიმე მილიონი დოლარი უჯდებათ. META, Google-ი, Microsoft-ი, NVIDIA — ეს და სხვა კომპანიები საუკეთესო თანამშრომლებს წელიწადში ექვსნიშნა ხელფასებს სთავაზობენ, რაც უკვე ყოველდღიური რეალობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები