Wine Finder –ის დამფუძნებლებმა „ღვინის მაძებარი“ აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე ჩაუშვეს, თუმცა კომპანია ექსპორტზე ჯერ არ გასულა. ეს არის გრძელი პროცესი, რომელიც დროშია გაწელილი, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ტუხაშვილი საუბრობს.
Bm.ge-სთან გაკეთებული განცხადების თანახმად, კომპანია ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებს ჩინეთთან, აშშ–სთან და გერმანიასთან აწარმოებს. გიორგი ტუხაშვილის თქმით, ისინი 2018 წლის ბოლომდე საქართველოში გაყიდვების დაწყებას, მომავალი წლის დასაწყისში კი უკვე ექსპორტზე გასვლას გეგმავენ.
კომპანიისთვის საქართველოს ბაზარზე პროდუქტის გაშვება და ე. წ. „e-commerce“ –ის აწყობა ერთგვარ გამოცდას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც ისინი აპირებენ შეამოწმონ, რამდენად მოთხოვნადია „Wine Finder”–ის პროდუქტი და რამდენად მიიღებს მომხმარებელი ამ ინოვაციას.