მიმდინარე კვირის მიწურულს ექსპო ჯორჯიაში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენაა დაგეგმილი. 2 ივნისს 12 საათიდან წერეთლის გამზირზე 200 მდე ღვინის მწარმოებელ კომპანიას ელოდებიან და ეს შეკრება წელსაც არა მხოლოდ მწარმოებლებისთვის და ბიზნესში ჩართული სფეროს წარმომადგენლებისთვის არის. დიდი ამბებია ექსპოში დაგეგმილი და მათ შორის წელს 250 მდე ღვინოს 5 ქვეყნიდან 7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს.
სტუმარი: ნინო გამრეკელი - WinExpo Georgia-ს პროექტის მენეჯერი