პროექტი 12 ავტორი - 12 თავგადასავალი დაინტერესებულ პირებს, თვეში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ეპატიჟება. თითოეულ ტურს გიდობას ქართველი ავტორები გაუწევენ და ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა, მოუთხრობენ ევროპული ღირებულებებისა და ადგილობრივი ცხოვრების შესახებ. პირველი მარშრუტი ბარსელონაშია და 11-15 მარტს იგეგმება.
სტუმრები: ანა კირკიტაძე - ტურისტული კომპანია "ვინგლეთის" დამფუძნებელი;
დათო ტურაშვილი - მწერალი