"ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი“ შესყიდვების სააგენტო შავ სიაში მოხვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს საჩივრის საფუძველზე მიიღეს, მიზეზი კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა. კომპანიას 2017 წელს სამინისტროსთვის 15 930 ლარის სამუხრუჭე ზეთი უნდა მიეწოდებინა, თუმცა, მიწოდებული პროდუქტის პარამეტრები, ხელშეკრულებას არ შეესაბამებოდა. ამის შემდეგ კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად კიდევ რამდენიმე თვე მიეცა, თუმცა, ხელშეკრულების ვადა ისე ამოიწურა, რომ „ვისოლ ავტო ექსპრესს“ სამინისტროსათვის სამუხრუჭე ზეთი არ მიუწოდებია. კომპანიას 3 186 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოც დაეკისრა.
„ვისოლ ავტო ექსპრესი“ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% ის მფლობელი ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.