მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wissol ჯგუფის ბრენდები კვლავ ვოლტზეა

Wissol ჯგუფის ბრენდები კვლავ ვოლტზეა
29.02.24 09:08
354

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ვოლტი და Wendy’s-ი თანამშრომლობის განახლებასთან დაკავშირებით იწყებენ ახალ ერთობლივ კამპანიას - Wendy’s კვლავვოლტზეა!ეს თანამშრომლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისევ შეუკვეთოს მისი საყვარელი კერძები ვოლტის პლატფორმიდან,როგორიცაა Wendy’s ბურგერი, პიცა, კომბომენიუები, Dunkin-ის დონატები, თუ Subway-ს სენდვიჩები.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ვოლტისთვის, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში გააქტიურებას გეგმავს. Wissol-ჯგუფში შემავალი ბრენდები კი, ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, რაც მომხმარებელსმეტ კომფორტს უქმნის.

Wendy’s, Dunkin-ის და Subway-ს ვოლტით შეკვეთა შესაძლებელი იქნება რესტორნის თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და გორის ფილიალებიდან. ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ვოლტით აღნიშნული რესტორნების მენიუს შეკვეთა იქნება შესაძლებელი, თანდათან უფრო გაფართოვდება.

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ვოლტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყნის 145-ზე მეტ ქალაქში ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურება. Wolt ათობითათას რესტორანსა და პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

ვოლტი საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, ვოლტის აპლიკაციით კერძების, სხვა და სხვა პროდუქტის თუ მომსახურების შეკვეთა საქართველოს 9 ქალაქშია შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები