მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wissol-მა 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით ₾360 მლნ შეიტანა - ვასილ ხორავა

ვისოლი

Wissol-მა 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით ₾360 მლნ შეიტანა. ეს მოიცავს დამატებითი ღირებულების და აქციზის გადასახადს - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ წევრის ვაკო თურნავას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ასევე დაინტერესდა - რა წილს იკავებს ნავთობიმპორტიორი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, რაზედაც ვასილ ხორავამ უპასუხა:

„ბაზრის წილის ზუსტი განსაზღვრა ჩვენ ასე არ გვაქვს, რადგან ჩვენ ჩვენი გაყიდვებიდან გამოვდივართ, თუმცა საორიენტაციო დათვლებით ჩვენი წილი ბაზარზე დაახლოებით 22-23%-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება გადასახადებს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ იმპორტიორი კომპანია ვართ, ჩვენ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები საკმაოდ მაღალია.

გასულ წელს დღგ-ის სახით ბიუჯეტში დაახლოებით 194 მლნ ლარი, აქციზის გადასახადის სახით კი 170 მილიონი ლარი ანუ მთლიანად 360 მილიონი ლარი შევიტანეთ შევიტანეთ“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები