საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ 1400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქეს, ა.ა-ს ქვეყანაში უკანონოდ შემოტანილი ტვირთი ფიზიკური დათვალიერებისას, სხეულზე დამაგრებული უპოვეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლის ჩამორთმევა.

























