მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში, სტუდენტებს შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეთ

5c4b218ee470b
სალომე მეცხვარიშვილი
25.01.19 20:24
1009
წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეთ.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 18 იანვარს წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

განკარგულებით, შესაბამის უწყებებს დაევალათ, გამოავლინონ პირები, რომლებიც არ არიან აცრილი და 2 თვის ვადაში აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, განიხილონ სტატუსის შეჩერების საკითხი. აღნიშნული ეხება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ანუ ბაღებს, სკოლებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

განკარგულებით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს შემდეგი აქტივობები:

1-დან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების ვაქცინაცია;

19-წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია 1 დოზით;

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია;

თავდაცვისა და შს სამინისტროების კონტინგენტის ვაქცინაცია;

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში მოთავსებული პირებისა და მომუშავე პირების ვაქცინაცია;

ამასთან, ამ კონტიგენტის გარდა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერი პირის ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაცია.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დაავადებების გავრცელების მაღალი რისკია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები