მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წითელი ხიდი სარფს საავტომობილო გზით დაუკავშირდება

5afae3397ee89
ელენე გოგბერაშვილი
15.05.18 17:35
3241

 ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ქარსელაძე BM.GE-თან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა წარმოადგენს. საუბარია ჯამში 6 ათას კილომეტრ გზაზე, საიდანაც 170 კილომეტრი გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს 95 კილომეტრი გზის მშენებლობა და დაგეგმილია 185 კილომეტრი გზის გაყვანა. ქარსელაძის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება წითელი ხიდი-სარფის დამაკავშირებელი საერთაშორისო გზის მშენებლობაც, რომლის დასრულება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

,,2021 წლისთვის დასრულდება წითელი ხიდი-სარფის პროექტი. 30 კილომეტრით შემცირდება 460 კილომეტრიანი არსებული მონაკვეთი. ფაქტობრივად, ყველა მონაკვეთი იქნება უსაფრთხო და შესაბამისი საგზაო უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აშენებული. 80-100%-ით მოხდება სიჩქარის ზრდა და რაც მთავარია, 7-8 საათის ნაცვლად 4-4,5 საათი იქნება საჭირო ამ მონაკვეთის დასაფარად’’-აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები