წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილების დრო 4-4.5 საათამდე შემცირდება, -ამის შესახებ საავტომობილო გზაბის დეპარტამენტის თავჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე 80-დან 100%-მდე.
რიკოთის პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებში იგეგმება. რიკოთის უღელტეხილის პროექტირების პროცესი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. შესაბამისად ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. როგორც ქარსელაძე ამბობს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ივნისში ტენდერი გამოცხადდება.

























