მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WIZZ AIR არადისციპლინირებული მგზავრების შემცირების ევროპულ კამპანიას უერთდება

5cac7fbb5fd1a
თელარა გელანტია
09.04.19 15:17
738
ვროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ავიაკომპანია და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი დაბალფასიანი გადამყვანი Wizz Air შეუერთდა ახალ კამპანიას სახელად - Not on my flight (ჩემს რეისზე არა), რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) წამოიწყო.

კამპანიის მიზანია, ყველა ევროპულ რეისებზე არადისციპლინირებულ მგზავრთა რაოდენობის შემცირება და მგზავრების მშვიდად მოგზაურობის უფლების დაცვა.
რას გულისხმობს არადისციპლინირებული ქცევა?

არადისციპლინირებული ქცევაა, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება და თრობა, ტუალეტში სიგარეტის მოწევა, ეკიპაჟისა და სხვა მგზავრების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ან ეკიპაჟის მოთხოვნებისადმი არ დამორჩილება, რაც რეისის ნორმალურ მიმდინარეობისთვის არასაჭირო რისკებს აჩენს, რადგან ეს ეკიპაჟს საკუთარი პირდაპირი მოვალეობების განხორციელებაში უშლის ხელს და გარდა ამისა, ამ ყველაფერს რეისის ხანგრძლივად შეყოვნება შეუძლია.

ევროკავშირში გარკვეული რაოდენობის რეისების მშვიდად განხორციელებას არადისციპლინირებული მგზავრების ქცევა უშლის ხელს. ამგვარი ინციდენტების მინიმუმ 70% აგრესიის გარკვეულ ფორმას მოიცავს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მართალია, ბოლო წლებში Wizz Air-ის რეისებზე ასეთი ინციდენტების რაოდენობა სტაბილურად დაბალი იყო, რაც მკაცრი წესებით და ეკიპაჟების გაწვრთნის მაღალი დონით იყო განპირობებული, თუმცა 2018 წელს საავიაციო დარგში 2017 წელთან შედარებით არადისციპლინირებული ქცევის შემთხვევები 34%-ით გაიზარდა.

„თითოეულ მგზავრს და ეკიპაჟის წევრს უსაფრთხო მგზავრობის უფლება გააჩნია, რომელიც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისგან იქნება თავისუფალი. მგზავრობა სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს, რომლის დროსაც მგზავრები ერთმანეთს და ეკიპაჟის წევრებს პატივისცემით ებყრობიან. შარშან, 34-მა მილიონმა ადამიანმა Wizz Air-ის მიზიდველი ფასები აირჩია და ჩვენს მზარდ ქსელში არ გვაქვს უფლება პატარა უმცირესობას ამდენი ზრდილობიანი და წესიერი კლიენტის სასიამოვნო გამოცდილების გაფუჭების უფლება მივცეთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მხარი აგვება EASAს დიდებული ინიციატივისთვის და ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მგზავრებს რომ შემოუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას და სოციალურ მედიაში არსებულ თავიანთ პროფილებზე #notonmyflight ჰეშტეგი (#არაჩემსრეისზე) განათავსონ“, - აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები