მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wizz Air-ი ქუთაისიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს

ვიზეარი

ქუთაისიდან Wizz Air-ი მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს. ამის შესახებ ავიაკომპანია იტყობინება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ავიაკომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ოთხი მოქმედი მიმართულებით - ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი) პოპულარულ მიმართულებებზე.

"2025 წლის აპრილიდან აღადგენს ფრენებს ქუთაისიდან ორი საერთაშორისო მიმართულებით: მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია). ბილეთების საწყისი ფასი მხოლოდ 39.99 ევროა, შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.

როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი, Wizz Air-ი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის და ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს სთავაზობს. ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს", - იტყობინება Wizz Air-ი.

ცნობისთვის, 2012 წლიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოში გადაიყვანა 6 მილიონზე მეტი მგზავრი, რის შედეგადაც ავიაკომპანია გახდა ხელმისაწვდომი მოგზაურობის საუკეთესო არჩევანი. 2016 წელს ქუთაისში ბაზის გახსნის შემდეგ, Wizz Air-მა საქართველოში, ტურიზმის ინდუსტრიაში 4500-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა და ამჟამად ქუთაისში 170-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მდგრადობის პოლიტიკის ფარგლებში, ავიაკომპანია განაგრძობს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტით მუშაობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის როლს ინდუსტრიაში. დღეს Wizz Air-ი 25 დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით აკავშირებს საქართველოს 15 ქვეყანასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები